|
2021-02-23 14:26:24, 443 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - უკვე ერთი ფეხი წაგვიცდა უფსკრულისკენ, სანამ გადაჩეხილა ეს ქვეყანა, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ
უკვე ერთი ფეხი წაგვიცდა უფსკრულისკენ, სანამ გადაჩეხილა ეს ქვეყანა, დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, - ამის შესახებ „მოქალაქეების" ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სამწუხარო ფაქტია ნიკა მელიას დაკავებია და ქვეყანას არ სჭირდება ესკალაციის გაღრმავება, კუნთების თამაში და მაგარი ბიჭობის დამტკიცება. „ძალიან სამწუხაროა დღეს რაც მოხდა, გუშინ სწორედ ამის შესახებ ვესაუბრებოდით მაშინ ჯერ კიდევ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ღარიბაშვილს და ვეუბნებოდით, რომ ქვეყანას სჭირდება არა ესკალაციის გაღრმავება, არა ორმხრივი კუნთების თამაში და ერთმანეთისთვის მაგარი ბიჭობის დამტკიცება, არამედ კომპრომისი. დღეს იყო ცეცხლზე ნავთის დასხმა, დღეს იყო ესკალაცია, ძალიან სამწუხარო სურათი, რაც ვნახეთ. დღესაც იგივეს ვიმეორებ რასაც ვამბობდი გუშინ და რასაც ვამბობდი მთელი ეს პერიოდი, მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა, სანამ მართლა გადაჩეხილა ეს ქვეყანა უფსკრულში და აი უკვე, ერთი ფეხი წაგვიცდა და ერთი ფეხით გადავიწიეთ უფსკრულისკენ, სანამ გადაჩეხილა ეს ქვეყანა უფსკრულისენ, ორივე მხარე უნდა მიხვდეს, რომ გაჯიქება ამ ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს. ყველა უნდა დავსხდეთ და დავილაპარაკოთ, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა კრიზისიდან“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)