|
2021-02-23 11:48:08, 538 ნახვა
პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - ნიკა მელიამ განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა და უფრო მეტი ესკალაციის შეტანა პროცესში
ნიკა მელიამ განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა და უფრო მეტი ესკალაციის შეტანა პროცესში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ნიკა მელიას დაკავებით სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილება აღსრულდა. მანვე დასძინა, რომ სამართალდამცველებმა ძალის გადამეტების გარეშე შეასრულეს საკუთარი მოვალეობა. „როდესაც ამბობ, რომ ქვეყნის სამართლებრივ წესრგიზე და საკონსტიტუციო ინსტიტუტებზე თავდასხმა ნორმალურია და ამას გამოხატვის თავისუფლებად ასაღებ, ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში პასუხი არის ის, რაც მოხდა ამ შსემთხვევაში, ეს არის სასამართლოს კანონიერი გადაწყვეტილების აღსრულება. სახლმწიფო კანონის ფარგლებში იყო მაქსისმალურად კომპრომისული და ნიკა მელიას შეთავაზებული ჰქონდა მართლმსაჯულების მხრიდან გირაოს გადახდა, სხვა შემთხვეაში, მან წინასწარ იცოდა, რომ ემუქრებოდა პატიმრობა, შესაბამისად, აშკარაა, რომ მან განგებ აირჩია ყველაზე პროვოკაციული გზა და განგებ აირჩია, რომ უფრო მეტი ესკალაცია შეეტანა პროცესებში. დღეს დავინახეთ, რომ სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ძალის გადამეტების გარეშე შეასრულეს თავისი მოვალეობა და მთელი საზოგადოების თვალწინ, სრულიად გამჭვირველად ჩატარდა დაკავება“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)