14:30 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-22 23:22:33, 566 ნახვა

კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი - პოლიციის უზარმაზარი რესურსი ცდება დესტრუქციული ჯგუფების დევნაში, იქმნება ქოსის და დესტაბილიზაციის ფონი

„პოლიციის უზარმაზარი რესურსი ცდება დესტრუქციული ჯგუფების დევნაში, იქმნება ქოსის და დესტაბილიზაციის ფონი”, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამ ადამიანებს მოფრთხილება და ხელის გულზე ტარება სჭირდებათ.

 „კარგად მოგეხსენებათ, რაოდენ მძიმე სამუშაოს ეწევიან პოლიციელები. თუნდაც პენიტენციურ დაწესებულებებში და აშ.. ყველგან.

ამ ადამიანებს მოფრთხილება და ხელის გულზე ტარება სჭირდებათ. მძიმე სამუშაოს ემატება პრობლემები, რომელიც ჩვენს ქვეყანაში არსებობს. ამას ემატება ის, რომ დესტრუქციული ჯგუფები პირდაპირ პროვოცირებენ პოლიციელებზე.

ჩვენი პოლიციის უზარმაზარი რესურსი ცდება ამ დესტრუქციული ჯგუფების დევნაში. საბოლოო ჯამში, ქოსის და დესტაბილიზაციის ფონი იქმნება. ამიტომ, ჩვენ ყოველ ასეთ გამოვლინებაზე ძალიან მკაცრი პოლიტიკა გვექნება.

არავითარ კომპრომისს აღარ დავუშვებთ. პოლიციის მიმართ ნებისმიერი გადაცდომა იქნება დაუყოვნებლივ აღკვეთილი და კანონის ფარგლებში სამაგალითოდ დასჯილი. რაც შეეხება სოციალურ პაკეტებს, წეღან ვახსენე, რომ ბატონ ვახტანგთან მქონდა საუბარი ამის თაობაზე.

მას აქვს იდეები, რომელიც საჭიროებს მთავრობის მხრიდან მხარდაჭერას და მე მზად ვარ, რომ მის უწყებას მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოვუჩინო და დავიწყოთ მნიშვნელოვანი სოციალური პროგრამების განხორციელება“, -  განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics