14:31 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-22 20:18:23, 688 ნახვა

კომენტარი
თინა ბოკუჩავა - ივანიშვილი ღარიბაშვილის დანიშვნით მიგვანიშნებს, რომ მშვიდობიანი გზის არჩევა არ სურს

„ივანიშვილი ღარიბაშვილის დანიშვნით მიგვანიშნებს, რომ მშვიდობიანი გზის არჩევა არ სურს“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ბიძინა ივანიშვილს ძალადობრივი სცენარით მოვლენების განვითარება სურს.

„ყველა პარტნიორი საუბრობს, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია დეესკალაცია.

ღარიბაშვილის დანიშვნვით, იმ უგუნური რიტორიკით, რაც მოვისმინეთ ამ ყეყეჩი ბატონისგან საპარლამენტო ტრიბუნიდან, მიგვანიშნებს იმაზე, რომ ივანიშვილს არ სურს მშვიდობიანი გზის არჩევა, არ სურს მოლაპარაკების გზის არჩევა.

მას სურს ძალადობრივი სცენარით მოვლენების განვითარება.

მან აირჩია რადიკალი შავრაზმელი ღარიბაშვილი იმისთვის, რომ უარი თქვას მოლაპარაკების მაგიდაზე.

საბოოლოო ჯამში, მოუწევს მას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა, იმიტომ რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები არ დაუშვებენ, რომ ძალადობრივად განვითარდეს ამ ქვეყანაში მოვლენები“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics