|
2021-02-22 17:05:31, 465 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი ღარიბაშვილს - სანამ ოპონენტებთან ჟინით ხართ შეპყრობილი, ეს ქვეყანა ნადგურდება და ღატაკდება
სანამ ოპონენტებთან ჟინით ხართ შეპყრობილი, ეს ქვეყანა ნადგურდება და ღატაკდება, - ასე მიმართა „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უსმენენ. „ვხედავთ ამ წლების განმავლობაში, რომ გულწრფელად მიგაჩნიათ, რომ პოლიტიკოსის, პრემიერ-მინიტრის თუ მინისტრის მთავარი ფუნქციაა ებრძოდეს ოპოზიციას, ეს თქვენი არჩევანია, მაგრამ რადარებიდან უნდა გაგაქროთ, გაგანადგურებთ გაიძახოდით, ხომ არ ფიქრობთ, რომ ამასობაში რადარებიდან ნადგურდება საქართველო, სანამ თქვენ ოპონენტებთან ასეთ დაჟინებით ბრძოლაში ხართ, ჟინით ხართ შეპყრობილი, ეს ქვეყანა ნადგურდება, ღატაკდება ამასობაში. ბოლოს როდის ელაპარაკეთ ჩვეულებრივ ხალხს, ნავთლუღის ბაზარში თუ გასულხართ, იქნებ კავშირი გაგიწყდათ, იქნებ არ იცით, რომ ლუკმა პური ენატრება ხალხს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
მამუკა ფიფიამ მაგინა და დამემუქრა - პრორუსულ ფლანგში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
სასამართლომ საკრებულოსთან გამართულ აქციაზე დაკავებული აქტივისტი, ვასო ბერიძე 5 000 ლარით დააჯარიმა
92 წლის ასაკში გარდაიცვალა ქართველი ისტორიკოსი თინათინ ქუთელია
MMA-ს მებრძოლი, გიორგი ქართველიშვილი ამბობს, რომ აბულინგებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)