|
2021-02-22 12:36:52, 444 ნახვა
მსოფლიო
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები რუსეთისთვის ახალი სანქციების დაწესებაზე შეთანხმდნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. როგორც დიპლომატიური წყაროები იუწყებიან, უახლოეს კვირებში შემუშავდება სამართლებრივი ჩარჩოები და შექმნება იმ პირთა სია, რომლებსაც დაუწესდებათ სანქციები. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრე შალენბეგრი ადგილობრივ გაზეთ Welt-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ რუსეთისთვის სანქციების დაწესებას უმრავლესობა დაუჭერს მხარს და აღნიშნულ საკითხზე საჭიროა ერთსულოვნება. საგარეო უწყების ხელმძღვანელები სანქციების დაწესებაში მოიზარებენ ფინანსური აქტივების გაყინვას, ასევე მოგზაურობის აკრძალვას. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა რუსეთისთვის სანქციების დაწესება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც სასამართლომ ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი დააკავა. ევროკავშირი შეშფოთებულია აღნიშნული ფაქტით და ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)