|
2021-02-22 11:45:15, 597 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - სახელმწიფომ ზოგიერთ შემთხვევაში სათანადო პასუხი არ გასცა ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ძალადობას
ოპოზიცია მუდმივად ქაოსისკენ და არეულობისკენ ისწრაფვის, რადგან სრული უსუსურობის ფონზე, მხოლოდ ასე შეუძლია მიიქციოს ყურადღება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ირაკლი ღარიბაშსვილის განცხადებით, სახელმწიფომ ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ძალადობას ზოგიერთ შემთხვევაში სათანადო პასუხი არ გასცა. მანვე დასძინა, რომ საერთო შრომით შეიქმნება საფუძველი და მარგინალურ პოლიტიკოსებად წოდებული ინდივიდები მხარდაჭერას ვეღარ ჰპოვებენ. „იძინებენ და იღვიძებენ, თუ როგორ ისარგებლონ, საზოგადოების უკმაყოფილების იმ განწყობებით, რომელიც ობიექტური მიზეებით, მათივე მონაწილეობით შეიქმნა ამ ქვეყანში. ჩვენთვის კარგად არის ცნობილი, რომ საზოგადოების უდიდესი ნაწილი კარგად ხედავს ამ მცირე, მაგრამ ხმაურიანი ძალების ზრახვებს, მიზნებს, იმას თუ რისთვის სჭირდებათ ჩვენი საზოგადოების დაყოფა და არა ერთიანობა. ისინი მუდმივად ქაოსისკენ და არეულობისკენ ისწრაფვიან, რადგან სრული უსუსურობის ფონზე, მხოლოდ ასე შუელძიათ მიიპყრონ ყურადღება. სამწუხაროა, რომ ასეთი რადიკალიზმი, დესტრუქციულობა, პოლიტიკად საღდება დღევანდელ რეალობაში და ძალადობა აღიქმება გმირობად. მაგრამ ჩვენი გამოწვევაც არის, რომ სახელმწიფომ ზოგიერთ შემთხვევაში სათანადო პასუხი არ გასცა მათ მიერ ორგანიზებულ ძალადობას, ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ადამიანებს აქვთ გრძელვადიანი პერსპექტივის მკაფიო სურათი, რწმენა, რომ საერთო შრომით საფუძველს ვუყრით უკეთეს მომავალს. მე მჯერა, რომ მაშინ მარგინალური პოლიტიკოსებად წოდებული ინდივიდები, მხარდაჭერად ვეღარ ჰპოვებენ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ბახმაროში უცხოელი ქალის გაუპატიურების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)