|
2021-02-21 21:54:31, 465 ნახვა
კომენტარი
ჯუანშერ ბურჭულაძე: მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ავაფრენთ პირველ სუ-25-ს
„მაქსიმუმ ორი კვირის განმავლობაში ჩვენ ავაფრენთ პირველ სუ-25-ს, რომელთა აღდგენა ჩვენი შესაძლებლობებით მოხერხდა. შეგიძლიათ მობრძანდეთ და დაესწროთ. ყოველ მომდევნო თვეში დამატებით სატესტო რეჟიმში გაფრინდება კიდევ ერთი სუ-25,“ - ასე უპასუხა ავიაციის მოდერნიზაციის თემაზე პარლამენტარების კითხვებს საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯუანშერ ბურჭულაძემ. საკომიტეტო მოსმენაზე მან აღნიშნა, რომ საავიაციო შესაძლებლობების აღდგენა და განახლება აქტიურად მიმდინარეობს. ამ კონტექსტით მან განაცხადა, რომ წლის ბოლომდე ავიაციაში 2 ვერტმფრენი, 2022 წლის ბოლომდე კი - 4 ვერტმფრენი გვეყოლება. ასევე, საავიაციო პარკი მი-24-ებითა და ამერიკული UH-1- ებით შეივსება. ამ საქმეში ჯუანშერ ბურჭულაძემ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის წვლილი ხაზგასმით აღნიშნა: „30 წელია, რაც 31-ე ქარხანა დაიხურა. იქ დასაქმებული 15 ათასი თანამშრომელი სახელმწიფოსთვის ერთ-ერთ მსხვილ დოვლათს ქმნიდა. ჩვენ შევძელით და აღვადგინეთ ეს ქარხანა, დავიბრუნეთ თანამშრომლებიც, ვისაც გააჩნია კომპეტენცია. ასობით მილიონი ლარის ღირებულების ავიაციას გამოუჩნდა პატრონი. გარდა იმისა, რომ ვაძლიერებთ თავდაცვით შესაძლებლობას, ასევე ვქმნით იმ დოვლათს, რაც ადრე საქართველოში იქმნებოდა. საკუთარი ძალებით უზრუნველვყავით ავიაციის აღდგენა. ამაზე ვერავინ ოცნებობდა“, - განაცხადა ჯუაშენრ ბურჭულაძემ.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)