|
2021-02-21 20:43:33, 382 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ გომელაური: თბილისის მსგავსად, ყველა მსხვილ ქალაქში შეიქმნება კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საპოლიციო დანაყოფი
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტის ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი სიახლეების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსხვილ ქალაქებში კიბერდანაშაულთან ბრძოლის საპოლიციო დანაყოფების შექმნა იგეგმება. „კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით, ქვეყანა ეფექტიან ნაბიჯებს დგამს. თბილისის პოლიციის დეპარტამენტში შეიქმნა კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით მომუშავე სპეციალიზებული სამმართველო. თბილისის მსგავსად, ეტაპობრივად, ყველა დიდ ქალაქში შეიქმნება კიბერდანაშაულის წინაღმდეგ ბრძოლის დანაყოფი. დანაყოფების მიერ მოხდება ონლაინსივრცის პროაქტიული მონიტორინგი, არასრულწლოვანთათვის მავნე ზეგავლენის შინაარსის ვებგვერდების დროული იდენტიფიცირების მიზნით“, -აღნიშნა ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით შემუშავებულ დოკუმენტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სამინისტროს მიერ შემუშავებული 2021-2024 წლების სტრატეგიის პროექტი და 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტი საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგით საქართველოს მიერ შესასრულებელი ერთ-ერთი ვალდებულებაა.
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
შსს - დავაკავეთ 3 პირი, რომლებიც ცივი იარაღის მუქარით, ორ მოქალაქეს სხვადასხვა ბანკიდან ონლაინ სესხის აღებას აიძულებდნენ
ავტომობილის ქურდობის ბრალდებით, 2 პირი, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანი დააკავეს
მოსკოვის რეგიონში Wildberries-ის უდიდეს საწყობს დრონით თავდასხმის შემდეგ ცეცხლი გაუჩნდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)