16:33 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-21 20:35:03, 383 ნახვა

კომენტარი
ჯუანშერ ბურჭულაძე: თავდაცვის ძალების ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატებით აღჭურვას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა

თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში საკომიტეტო მოსმენაზე 2021 წლის გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ უწყება დიდ ყურადღებას დაუთმობს თავდაცვის ძალების ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატურებით აღჭურვის პროცესს.

მისი თქმით, დიდი ყურადღება დაეთმობა რადიო-ელექტრონული სადაზვერვო და სათვალთვალო შესაძლებლობების განვითარებასაც. „კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება, რომელიც ბატონი პრემიერობის კანდიდატის განსაკუთრებული ზრუნვის საგანი იყო და რომლის განხორციელება და გაძლიერებას მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა, გახლავთ ოპერატიული და ტაქტიკური უპილოტო სადაზვერვო და საბრძოლო საფრენი აპარატების შეძენა და რადიო-ელექტრონული სადაზვერვო და სათვალთვალო შესაძლებლობების განვითარება“ - განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

ჯუანშერ ბურჭულაძემ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მიმდინარე წელს თავდაცვის ძალების M-4 ტიპის შაშხანებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა საშუალებებით აღჭურვა გაგრძელდება. „თავდაცვის ძალებში დაწყებულია ნატოს სტანდარტების შეაიარაღებაზე გადასვლის პროცესი. ეს პროცესი აუცილებლად იქნება მიყვანილი ბოლომდე. მიმდინარე წელს ჩვენ გავაგრძელებთ ჯარის აღჭურვას  ნატოს სტანდარტების M-4 ტიპის შაშხანებით, თანამედროვე ტყვიამფრქვევებით, ყუმბარმტყორცნებით და სხვა საშუალებებით“, - აღნიშნა მან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics