|
2021-02-21 20:29:47, 359 ნახვა
კომენტარი
ჯუანშერ ბურჭულაძე: გავაგრძელებთ ჩვენი ჯარის მოდერნიზაციას ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით
„თავდაცვის ძალების მზადყოფნისა და თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესების მიმართულებით გავაგრძელებთ ჩვენი ჯარის მოდერნიზაციას ჰაერსაწინააღმდეგო და ჯავშანსაწინააღმდეგო შესაძლებლობების გაძლიერების კუთხით“, - საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში სამთავრობო პროგრამის წარდგენის ფარგლებში, საკომიტეტო მოსმენაზე თავდაცვის ტრანსფორმაციასა და ჯარის მოდერნიზაციის გეგმებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ქვეყნის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობით იგეგმება „ჯაველინების“ დამატებითი პარტიის შეძენა და თანამედროვე გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსების შესყიდვა. როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, თავდაცვის სფეროში დაწყებული რეფორმირებისა და ტრანსფორმაციის პროცესი დაფუძნებულია სისტემურ და მრავალწლიან აღმშენებლობის ხედვებზე. მან განსაკუთრებული ყურადღება ორ მნიშვნელოვან დოკუმენტზე გაამახვილა - თავდაცვის ძალების შესაძლებლობების განვითარების ათწლიანი გეგმა, რომელიც სამინისტროს ახალი ხედვის ფარგლებში პირველად შემუშავდა და ორიენტირებულია ჯავშან-საწინააღმდეგო, საჰაერო თავდაცვის, საარტილერიო, სადაზვერვო, საავიაციო, საინჟინრო, სატრანსპორტო და ლოჯისტიკურ შესაძლებლობების გაძლიერებაზე და ახალი ოთხწლიანი თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს ცალკეულ მიმართულებებსა და ამოცანებს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)