|
2015-10-07 12:26:47, 1103 ნახვა
საზოგადოება
საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ ჯანდაცვის პირველადი რგოლი უფასოა და კლინიკური სიმპტომების შემთხვევაში, მაშინვე მიაკითხონ ექიმს
კლინიკა „მედინას“ ქირურგი–ენდოსკოპისტი ომარ სურმანიძე ამბობს, რომ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობას აღარ ექმნება მატერიალური პრობლემები ოპერაციებისა თუ სხვა სახის მკურნალობისთვის და მიმართვიანობა ერთიორად არის გაზრდილი. იგი ასევე აღნიშნავს, რომ ჯანდაცვის პირველადი რგოლის დაგეგმილი რეფორმისგანაც დადებით შედეგს ელის, რამდენადაც ოჯახის ექიმის ინსტიტუტის წინ წამოწევა ჯანდაცვის სისტემას გააჯანსაღებს და პაციენტები, რომლებიც არ იყვნენ ექიმის ზედამხედველეობას და იშვიათად მიმართავდნენ ექიმს, იქნებიან კონტროლის ქვეშ და დაავადებების გართულების გაცილებით ნაკლები შანსი იქნება. ომარ სურმანიძემ იმ ფაქტორებზეც ისაუბრა, რომელთა გათვალისწინებაც სასიკეთოდ წაადგება ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმას. ექიმის აზრით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, იმ კუთხით, რომ დროულად მიმართონ ექიმს, ძალიან მნიშვნელოვანია. „ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმის წარმატებით განხორციელებისთვის, ერთ–ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია, საზოგადოებას დროულად და სრულად მიეწოდოს ინფორმაცია, რათა ჩამოყალიბდეს კულტურა, რომ პრევენციის მიზნით მიაკითხონ ოჯახის ექიმებს. ინფორმირებულობა ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოებამ უნდა გაიგოს, რომ ჯანდაცვის პირველადი რგოლი არის უფასო და კლინიკური სიმპტომების შემთხვევაში, მაშინვე მიაკითხონ ექიმს“, – მიაჩნია სურმანიძეს.
სურმანიძემ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუკი რაიმე გაკეთებულა საქართველოს ჯანდაცვის სისტემაში, ეს პროგრამა თავისი მნისვნელობით, არის ყველაზე საუკეთესო. „შეიძლება ითქვას, გმირობის ტოლფასი საქმე გააკეთა ჯანდაცვის სამინისტრომ. ქვეყანაში, სადაც 200 000–ზე მეტი უმწეოა და სადაც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ არის მოსახლეობის 30%–ზე მეტი, თითქმის წარმოუდგენელი იყო მსგავსი რამის გაკეთება. ყველა მწვავე შემთხვევა არის უფასო, ასევე გეგმიური ოპერაციები ფინანსდება მინიმუმ 70%–ით. ჩემს გარშემო იყო ოჯახები, რომლებიც 20–30 წლის მანძილზე თიაქარის ოპერაციას ვერ იკეთებდნენ, ნაღვლის ბუშტის ტკივილებით იტანჯებოდნენ, პროგრამის შემდგომ კი 70%–იანი დაფინანსებით გაიკეთეს გეგმიური ოპერაციები. აქ ძალიან დიდია მინისტრის ფაქტორი. სერგეენკო თავად იყო ექიმი რეანიმატოლოგი და იცოდა ზუსტად რაც იყო გასაკეთებელი. მინისტრმა, რომელსაც უშუალო შეხება არ აქვს ხალხთან, არ იცის რა არის საზოგადოებისთვის საჭირო, ბატონი დავითი კი ყოველთვის უშუალო ეკონტაქტებოდა პაციენტებს და მინისტრად დანიშვნის შემდგომ, მან ზუსტად იცოდა რა იქნებოდა მათთვიოს საუკეთესო. ისიც უნდა ითქვას, რომ გარკვეულწილად მოწესრიგდა სახელფასო ფონდებიც. გააჩნია დატვირთვას და ექიმების მუშაობას. ჩვენი ხელფასი ძირითადად დამოკიდებულია შესრულებულ სამუშაოზე. თუ ექიმის გააკეთებს 10 ოპერაციას, იმის მიხედვით ექნება ხელფასი, თუ გააკეთებს 5–ს – იმის მიხედვით და ასე შემდეგ. ასე, რომ ეს რეფორმები ექიმებზეც დადებითად აისახა“, – მიაჩნია სურმანიძეს.
დიდი შვიდეულის სამიტზე უკრაინის პრეზიდენტი ტრამპსა და რუბიოს შეხვდა
შსს-ს ახალი სამმართველოს საჩივრის საფუძველზე, ნიკა გვარამიას შეურაცხყოფის ფაქტზე, მოქალაქეს 2000-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პაპუაშვილი: ახია საფრანგეთზე! როდესაც სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ერევი, მზად უნდა იყო იმისთვის, რომ შენც ასევე მოგეპყრობიან
მსოფლიო რაგბის მომავალი საქართველოში იკრიბება - 27 ივნისიდან ახალგაზრდული მსოფლიო ჩემპიონატი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)