|
2021-02-20 17:05:34, 769 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანი: ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა
ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში, უნდა აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მხოლოდ მყარ მაკროეკონომიკურ საფუძველზეა შესაძლებელი განხორციელდეს კონკრეტული პროგრამები და ინიციატივები. „ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენ უნდა აღვადგინოთ და შევინარჩუნოთ მაკროეკონომიკური სტაბილურობა. ეს არის ის ძირითადი საფუძველი და პლატფორმა, რაზეც შეიძლება დაშენდეს ნებისმიერი სხვა ინიციატივა იქნება ეს ინვესტიციების მოზიდვის თუ ექსპორტის სტიმულირების მხარდამჭერი თუ სხვა პროგრამები. თუ ეს საფუძველი არ იქნა მყარი, დამერწმუნეთ, ყველა სხვა ინიციატივა იქნება ფუჭი და წყალში გადაყრილი, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში, ინვესტორები უყურებენ რამდენად მდგრადია ქვეყანა იმ მოწყვლადობების მიმართ, რომელიც სამწუხაროდ, ამ პერიოდმა მოგვიტანა. მაკროეკონომიკური სტაბილურობა ნიშნავს ვალის თანდათანობით შემცირებას დეფიციტის შემცირების საშუალებით, საბიუჯეტო ხარჯების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენებას. როგორც აღვნიშნე, ჩვენ არ გვაქვს ფუფუნება, ნაკლებეფექტურ და ზოგ შემთხვევაში, წამგებიან პროექტებზე დავხარჯოთ ფული. ჩვენი მიზანია, ყოველი დახარჯული ლარი იყოს მაქსიმალურად ეფექტური და უკუგების მომცემი. ამის დასტურია მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებზეც ჩვენ არ და ვერ დავიხევთ უკან, რადგან მათ ძალიან დიდი ეკონომიკური მნიშვნელობა აქვთ", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)