|
2021-02-20 17:02:35, 811 ნახვა
ეკონომიკა
ივანე მაჭავარიანმა დამატებითი რესურსების მობილიზებისთვის სახელმწიფო საწარმოების რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა
ხუთი საპარლამენტო კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა ფისკალური კონსოლიდაციისა და მის შედეგად, ვალის შემცირების გზად დამატებითი რესურსების მობილიზება დაასახელა. „არ უნდა ავიღოთ რისკების მქონე ახალი ვალდებულებები, მათ შორის, გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებების სახით, რომელიც მომავალში ბიუჯეტზე ზეწოლას გამოიწვევს, არსებულ რისკებზე უნდა გაძლიერდეს კონტროლი და შემცირდეს მათი მატერიალიზაციის ალბათობა. ფისკალური რისკების სწორად მართვა მომავალში დაგვიცავს დაუგეგმავი და გაუთვალისწინებელი ვალის ზრდისგან" - განაცხადა მან. დამატებითი რესურსების მობილიზებისთვის მეორე მიმართულებად ფინანსთა მინისტრმა სახელმწიფო საწარმოების რეფორმა დაასახელა და აღნიშნა, რომ სტრატეგიული საწარმოების კომპლექსური რეფორმის შედეგად, ეს საწარმოები უნდა გახდნენ ეკონომიკური ზრდის ხელშემწყობი კომპანიები და ბიუჯეტის შემოსავლები გაიზარდოს მათი დივიდენდებით. მისი თქმით, ასევე აუცილებელია საგადასახადო შემოსავლების ზრდა. „აქ არ იგულისხმება ის, რომ ხვალ რომელიმე გადასახადი აუცილებლად უნდა გაიზარდოს, თუმცა აუცილებელია, ამ მიმართულებით ვიმსჯელოთ და ჩამოვყალიბდეთ, რის ხარჯზე შეიძლება გავზარდოთ შემოსავლები. როგორც აღვნიშნე, პირველ რიგში, უნდა შევთანხმდეთ, რომ არ უნდა დაწესდეს ახალი შეღავათები, ხოლო არსებული შეღავათები უნდა გადაიხედოს მათი სოციალური და ეკონომიკური ეფექტების გათვალისწინებით. სამსჯელოა საგადასახადო შეთანხმებების პრაქტიკის მნიშვნელოვანი შეცვლა ან საერთოდ გაუქმება. კომპანიების ხელშეწყობის გაცილებით უკეთესი საშუალება იქნება გაკოტრების ახალი კანონი, რომელიც პრაქტიკაში უკვე მიმდინარე წლიდან ამოქმედდება", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია განვითარებულ ქვეყნებში არსებული მექანიზმების გამოყენება, მათ შორის, ელექტრონული სისტემების გაუმჯობესება, მეტ ინფორმაციაზე წვდომა და მათი ანალიზი, უნაღდო ანგარიშსწორების სისტემის შემდგომი განვითარება და სხვა მექანიზმები, ჩრდილოვანი ეკონომიკის მაქსიმალური გამოვლენა, მათი თანაბრად და სამართლიანად დაბეგვრა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)