|
2021-02-20 14:10:10, 565 ნახვა
ეკონომიკა
მთავრობამ შესაძლოა, ზამთრის კურორტებზე სასტუმროები საბაგიროების გარეშე გახსნას
მთავრობამ შესაძლოა, ზამთრის კურორტებზე სასტუმროები საბაგიროების გარეშე გახსნას, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა, ნათია თურნავამ პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მთავრობამ მარტის თვიდან შესაძლოა, ფიტნესებისა და კერძო ბაღების გახსნაზე იმსჯელოს. „სასტუმრობში მივედით ძალიან კარგ მოდელამდე და მექანიზმამდე, როგორ შეიძლება გავხსნათ და დავუშვათ კონფერენციების ჩატარება, საკონფერენციო სივრცეების გახსნა. ფიტნესები და კერძო ბაღები კვლავ დახურული რჩება, ეს ის სფეროა, რომელსაც მართალია ვეხმარებით პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში, მაგრამ ყველაზე მეტად დაიჩაგრა და ვფიქრობ, რომ შემდეგი ერთ-ერთი ეტაპი, ალბათ, უფრო მარტის თვეში უნდა ვიმსჯელოთ დარჩენილი დარგების გახსნაზე ძალიან ფრთხილად. ზამთრის კურორტები ყველაზე მტკივნეული საკითხია. აქ არსებობს ბუნებრივი დედლაინები და იწურება ზამთრის კურორტების გახსნის შესაძლებლობა და პერიოდი. ჩემი აზრით, ჩვენ კვლავაც შეიძლება მივუბრუნდეთ და განვიხილოთ სასტუმროების გახსნის ნაწილს თუნდაც საბაგიროების გახსნის გარეშე,“- განაცხადა თურნავამ.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)