|
2021-02-20 12:38:49, 724 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: უნდა აშენდეს ახალი ენერგოობიექტები, საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი, ძლიერი ექსპორტიორი რეგიონში
„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ჩვენი ენერგეტიკული დამოუკიდებლობა განმტკიცდეს, ახალი ობიექტები აშენდეს, და საქართველო ამ მხრივ იყოს დამოუკიდებელი, ელექტროენერგიის ძლიერი ექსპორტიორი რეგიონში", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ განაცხადა. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა, საქართველოში ზოგადად ენერგეტიკის სფერო ძალიან ცხარე კამათის საგანია, განსაკუთრებით, მსხვილი ჰესების მშენებლობა. თუმცა, მისი თქმით, ქვეყანაში მთლიანად, ყველა ენერგეტიკული ობიექტის ჯამური დადგმული სიმძლავრე არის დაახლოებით 4500 მეტავატი და აქედან 70%, ანუ 3100 მეგავატი აშენებულია საბჭოთა კავშირის პერიოდში. ნათია თურნავას განცხადებით, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ახალი ობიექტები უნდა აშენდეს, და საქართველო ამ მხრივ უნდა იყოს დამოუკიდებელი, ელექტროენერგიის ძლიერი ექსპორტიორი რეგიონში. „აქედან გამომდინარე, ჩვენ, რა თქმა უნდა, კვლავაც მოსახლეობასთან კომუნიკაციით, რა თქმა უნდა, ინვესტორებზე ძლიერი სოციალური პასუხისმგებლობის დაკისრებით გავაგრძელებთ ამ კუთხით მუშაობას, ისე, რომ გარემოსაც ნაკლები ზიანი მიადგეს და რა თქმა უნდა, ყველა საერთაშორისო სტანდარტი ამ კუთხით შესრულებული იყოს", - აღნიშნა ნათია თურნავამ.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)