|
2021-02-18 16:57:48, 614 ნახვა
პოლიტიკა
ნიკა მელია - არასოდეს ვყოფილვართ ხელახალ არჩევნებთან ისე ახლოს, როგორც ახლა
არასოდეს არ ვყოფილვართ ისე ახლოს ხელახალ არჩევნებთან, როგორც ახლა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკანორ მელიამ ჟურნა,ისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ძალიან მალე ქვეყანაში ხელახალი არჩევნები ჩაინიშნება. „ძალიან ვაფასებ თქვენს ამ მხარდაჭერას და მინდა დაგარწმუნოთ, რომ თქვენი ძალისხმევა უკვალოდ არ ჩაივლის. უახლოეს მომავალში, რისთვისაც უკანასკნელი თვეების განმავლობაში, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც მოპარული არჩევნები სახეზე გვქონდა, არ გავუფორმეთ „ქართულ ოცნებას“ მოპარული არჩევნები. ვიბრძოლეთ ერთი დღე, ორი დღე და დღემდე ვიბრძვით მოპარული არჩევნებისთვის. არასოდეს არ ვყოფილვართ ისე ახლოს ხელახალ არჩევნებთან, როგორც ახლა. მთავარია, ბოლომდე მივიყვანოთ დაწყებული საქმე და ძალიან მალე ახალი არჩევნები ჩაინიშნება, გამორიცხული ამბავია. ახლა მთავარია ქვეყანაში ჩატარდეს ახალი არჩევნები, სამართლიანი, ობიექტური და იქვე საკანონმდებლო ცვლილებებიც განხორციელდეს და არჩევნები სხვა ადამიანის ხელმძღვანელობის ქვეშ ჩატარდეს. ვინ რა სახის ერთობას შექმნის, ეს შემდეგი საკითხია. მთავარია, ამომრჩეველს მიეცეს შესაძლებლობა, ხმა, რომელსაც იგი მისცემს ნებისმიერ საარჩევნო სუბიექტს, დაცული იყოს. ჩვენ, ოპოზიციამ ვერ ვუზრუნველყავით ყველა იმ ხმის დაცვა ჯამურად, მაგრამ გამოვავლინეთ, რომ არჩევნები გაყალბებული იყო. შესაბამისად, ჩვენ დავდეთ მანდატი, ამიტომ თუკი ვინმეს ოდნავ მაინც აქვს დაგროვებული პოლიტიკური ცხოვრების თვალყურის მიდევნების გამოცდილება, ეჭვი არ უნდა ეპარებოდეს, რომ ამ ქვეყანაში არჩევნები ჩატარდება“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
იაპონიაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რის შემდეგაც ცუნამის საფრთხე გამოცხადდა
ღამით მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯანდარში კაცი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი
გურიაში 14 წლის მოზარდის გაუპატიურების ბრალდებით ბიძა დააკავეს
გალტ & თაგარტმა საქართველოს სასაწყობე და ლოგისტიკის ბაზრის კვლევა წარადგინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)