|
2021-02-18 00:09:54, 569 ნახვა
პოლიტიკა
არცერთი დემოკრატიული სახელმწიფოს მოსამართლე სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა - ვოლსკი მელიას განაჩენზე
პარლამენტის პირველი ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარისთვის ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს ეხმაურება. როგორც ვოლსკიმ ბრიფინგზე აღნიშნა, არცერთი დემოკრატიული ქვეყნის, არცერთ სასამართლოში, ვერცერთი მოსამართლე სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. „ვერდიქტის შემდეგ მიმდინარე პროცესებს რასაც ვუყურებთ, შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური დატვირთვა და ნაწილი გააჩნია. რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, აუცილებელი არ არის იურისტი იყო, რომ მიხვდე რაღაც ხდება ისეთი რაც კითხვებს ბადებს. არცერთ ქვეყანაში, არცერთ სასამართლოში დემოკრატიული ქვეყნები მაქვს მხედველობაში, ვერცერთი მოსამართლე სხვანაირ გადაწყვეტილებას ვერ მიიღებდა. ყველამ კარგად ვიცით, რომ თავიდან გამოტანილი იყო ვერდიქტი, რომ სამაჯურით გარკვეული შეზღუდვები უნდა ყოფილიყო და დალოდებოდა იმ მთავარ სასამართლოს, როდესაც განიხილებოდა იყო თუ არა შტურმში მისი მონაწილეობა. აი ამ საკითხს სანამ გადაწყვეტს შესთავაზეს გირაოს გადახდა და ხელზე სამაჯურის გაკეთება. მე ვფიქრობ, რომ გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით ნაკლები სიმკაცრეც გამოიჩინეს“, - განაცხადა ვოლსკიმ.
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)