|
2021-02-17 15:53:03, 706 ნახვა
კომენტარი
ჭკუით იყავი, მაინც ვერაფერს დაგვაკლებ - მიხეილ სააკაშვილი ბიძინა ივანიშვილს მიმართავს
„ჭკუით იყავი, მაინც ვერაფერს დაგვაკლებ“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეო მიმართვის დროს განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელიას დაპატიმრება იქნება ბოლო წერტილი. „მინდა მივმართო ივანიშვილს მელიას თაობაზე - დამთავრდა ის დრო, როცა უპრაგონოდ იჭერდი, ხან ვაშლის თლაზე, ხან კოსტუმებზე და ხან სხვა ათასგვარ სისულელეზე. არავის ამის აღარ სჯერა. ვერ დაიჭერ. ტყუილად გგონია, რომ თუ ახლა ვიღაც ამაზე თვალებს ხუჭავს, ძალიან მალე მთელი საერთაშორისო მეგობრობა დადგება ფეხზე და მარტო სანქციები კი არა, არ აგცდება შენ პირადად სისხლის სამართლის საქმეები. არჩევანი გაქვს ცუდსა და უარესს შორის - ჩემი არამეგობრული მაგრამ დაჟინებული რჩევაა, ახლა მოსამართლეს გამოატანინეთ არდაჭერის გადაწყვეტილება, ვითომ დამოუკიდებელი სასამართლოა. ყველა სხვა არჩევანი არის ათასჯერ უფრო უარესი, პირადად ჩემთვის, იმიტომ, რომ ახლა უკვე აღარ შეგრჩება, ამის გარანტიას გაძლევ. ეს საკითხი არის ის, რაც ერთ-ერთი ბოლო წერტილი იქნება, იმის შემდეგ უკვე დაბრუნება არის სრულიად შეუძლებელი. ჭკუით იყავი, მაინც ვერაფერს ვერ დაგვაკლებ, ქართველი ხალხი მაინც გაიმარჯვებს“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)