|
2021-02-17 15:40:57, 1109 ნახვა
ეკონომიკა
სტარტაპ პრე-აქსელერატორი
Impact Hub Tbilisi, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და Entrepreneurship Academy-ს მხარდაჭერით იწყებს სტარტაპების პრე-აქსელერაციის პროგრამას, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ტექნოლოგიური სტარტაპების განვითარებას. პრე-აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადრეულ საფეხურზე მყოფ სტარტაპებს, რომლებსაც ჰყავთ ძლიერი გუნდი, მზად აქვთ პირველადი MVP (პროტოტიპი) ან სულ მცირე ჩამოყალიბებული იდეა და სამოქმედო გეგმა სტარტაპის წამოსაწყებად. პროგრამაში ჩაერთვება 20-მდე ადგილობრივი სტარტაპი, რომლებიც განაცხადების და გასაუბრების საფუძველზე შეირჩევიან. პროგრამას გაუძღვება იმფაქთ ჰაბ თბილისის მიერ შექმნილი პროფესიონალების გუნდი, გამოცდილი მენტორების ხელმძღვანელობით, რომლებმაც სპეციალური გადამზადების კურსი გაიარეს წამყვან საერთაშორისო აქსელერაციის პროგრამაში. პრე-აქსელერატორი გრძელდება 2 თვეს და შედგება 5 ძირითადი კომპონენტისგან:
პრეაქსელერაციის ფარგლებში სტარტაპები იმუშავებენ შემდეგ თემებზე:
პრეაქსელერატორის დასრულების შემდეგ სტარტაპებს მზად ექნებათ:
მნიშვნელოვანი თარიღები:
დემო დღე პრე-აქსელერატორის ბოლოს, მონაწილე სტარტაპები წარდგებიან დემო დღეზე, ინვესტორების წინაშე, სადაც საშუალება ექნებათ მოიპოვონ ინვესტიცია სტარტაპის განვითარების და გაფართოების მიზნით. პროგრამის მხარდამჭერები: საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, Entrepreneurship Academy და ჰოლანდიის საელჩო, რომელიც პრე-აქსელერაციის დასრულების შემდეგ, Startup Fellowship Orange-ის ფარგლებში, საუკეთესო მონაწილეებს უზრუნველყოფს სამუშაო სივრცითა და დამატებითი კონსულტაციებით. პრეაქსელერაციის პროგრამაზე განაცხადების მიღება დაწყებულია და გაგრძელდება 1 მარტამდე. განაცხადის შესავსებად გადადით ბმულზე: https://cutt.ly/Rkn90hz
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)