|
2021-02-17 14:41:55, 704 ნახვა
კომენტარი
ნიკა მელიას საქმის პროკურორი - გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ სასამართლო გაიზიარებს ჩვენს პოზიციას
„გვაქვს გონივრული მოლოდინი, რომ სასამართლო გაიზიარებს ჩვენს პოზიციას“, - ამის შესახებ ნიკა მელიას საქმის პროკურორმა ჟურნალისტებთან განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პატიმრობა არის გამოსავალი, რომ გამოძიების პროცეს ხელი არ შეეშალოს. „სხდომაზე გაიმართება შუამდგომლობა, სასამართლო მოუსმენს ორივე მხარეს და მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ჩვენი სამართლებრივი მოთხოვნა არის დასაბუთებული, არგუმენტირებული, კანონისმიერი, შესაბამისად გვაქვს გონივრული მოლოდინი იმის, რომ სასამართლო გაიზიარებს ჩვენს პოზიციას და დააკმაყოფილებს ჩვენს სამართლიან მოთხოვნას. რაც შეეხება არგუმენტაციას, ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედებები ძალიან დიდ კომფლიქტში მოდის კანონის წესებთან, გირაოს არ გადახდა, გიაროს შეუსრულებლობა, ტირაჟირება, რომ არ შეასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებებს და არ დაემორჩილება კანონის მოთხოვნას არის ფაქტობრივი მოცემულობა რაც ყველასთვის არის ცნობილი და არ არსებობს სხვა ალტერნატივა სისხლისამართლებრივ სივრცეში, რომ გამოყენებული იყოს პატიმრობა. იმისათვის, რომ ხელი არ შეეშალოს მართლმსაჯულების პროცესა და მის ჯეროვნად განხორციელებას. გადაწყვეტილება არის მხოლოდ და მხოლოდ სასამათლოზე დამოკიდებული, მაგრამ ჩვენი პოზიცია არის საკმაოდ დასაბუთებული. თუ სასამართლო გაიზიარებს ჩვენს მოთხოვნას, რისი გონუვრილუი მოლოდინიც გვაქვს, აღსრულების მექანიზმი - არსებობს სხვადასხვა სამსახურები, რომელთაც დაევალებათ ამის აღსრულება“, - განაცხადა პროკურომა.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)