|
2021-02-17 12:36:40, 446 ნახვა
პოლიტიკა
სოზარ სუბარი - მოვუწოდებ ოპოზიციონერებს, ნუ აქეზებენ ნიკა მელიას!
ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, ნუ აქეზებენ ნიკა მელიას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, ნიკა მელიას სასამართლოზე მისვლის არ უნდა შეეშინდეს და მის გადაწყვეტილებას უნდა დაემორჩილოს. „კანონთან წინააღმდეგობას აზრი არ აქვს და მგონი ამაზე ყველანი ვთანხმდებით, ნიკა მელიას მოვუწოდებ დაემორჩილოს კანონს, ოპოზიციონერებს მოვუწოდებ, ნუ აქეზებენ ნიკა მელიას და ნუ შეიყვანენ ისეთ ჩიხში, რომელიც პირველ რიგში ნიკა მელიასთვის იქნება ძალიან მძიმე. ნიკა მელიას რა შემიძლია ვუთხრა - ნუ ეშინია, მივიდეს სასამართლოზე და გადაწყვეტილება რაც იქნება იმას დაემორჩილოს“, - განაცხადა სოზარ სუბარმა. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე დღეს, 16:00 საათზე იმსჯელებენ..
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
შსს-მ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 27 პირი დააკავა
უკრაინულმა დრონებმა მოსკოვის რეგიონში კიდევ ერთ ლოჯისტიკურ ცენტრს შეუტიეს
TI-მ ნანუკა ჟორჟოლიანის სამდღიან დაკავებასთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სარჩელი შეიტანა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
უკრაინამ შემოდგომაზე მოსკოვზე ბალისტიკური რაკეტებით დარტყმები გამოაცხადა
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)