|
2021-02-17 12:17:39, 525 ნახვა
საზოგადოება
საცხოვრებელი ფართები დედაქალაქში კიდევ 49 ოჯახს დაუკანონდება
საცხოვრებელი ფართები გლდანში, ისანში, დიდუბესა და მთაწმინდაზე მცხოვრებ 49 ოჯახს დაუკანონდება. ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის დღეს გამართულ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, მესაკუთრეებს ქონებები სიმბოლურ ფასად - ერთ ლარად გადაეცემათ. „თბილისის სხვადასხვა რაიონში, გლდანში, ისანში, დიდუბესა და მთაწმინდაზე მცხოვრებ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად დაუკანონდებათ, რასაც ისინი ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ახერხებდნენ. მინდა, ამ ოჯახებს მივულოცო ფართების დაკანონება. აღნიშნული დაკანონების საკითხი გადაიგზავნება საკრებულოში, სადაც მოხდება მისი მხარდაჭერა და დამტკიცება“, - განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერმა კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას, საცხოვრებელი ფართების დაკანონებასთან დაკავშირებით ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად შესაბამისი რაიონების გამგეობებს მიმართონ. „მინდა, იმ ადამიანებს და ოჯახებს მივმართო, ვისაც აქვთ პრობლემები საცხოვრისთან დაკავშირებით. არსებობს შესაბამისი კრიტერიუმები, რის მიხედვითაც უნდა გააკეთოთ განაცხადი იმ რაიონების გამგეობებში, სადაც ცხოვრობთ. ვისაც ანალოგიური პრობლემა გაწუხებთ, მიმართეთ თქვენივე რაიონების გამგეობებს, სადაც მოგაწვდიან სრულყოფილ ინფორმაციას, თუ როგორ უნდა მოხდეს დოკუმენტაციის შევსება, რა საბუთებია საჭირო იმისთვის, რომ შემდეგში მოხდეს თქვენი საცხოვრებელი ბინების დაკანონება. რადგან ასეთი წარმატებულია, ჩვენ ამ პროგრამას მომავალშიც გავაგრძელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
ზარქუა ოქრიაშვილზე თავდასხმაზე: ცუდია, რაც მოხდა, მაგრამ არავის გაუტარებს ქართული საზოგადოება
23 ივლისის საღამოდან 24 ივლისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
SJC: ოქრიაშვილზე თავდასხმა ოცნებისა და მისი მედიების მიერ დისკრედიტაციის კამპანიის შედეგია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)