|
2021-02-16 14:16:43, 426 ნახვა
პოლიტიკა
გია ვოლსკი - არ შეიძლება სახელმწიფო ფანჭარურში დაწერილი წესებით იმართებოდეს
„არ შეიძლება სახელმწიფო იმართებოდეს ფანჭარურში დაწერილი წესებით“, - ამის შესახებ პარლამენტის საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ განაცხადა. როგორც ვოლსკი ამბობს, პარლამენტი ვალდებულია სასამართლოს კანონის აღსრულების შესაძლებლობა მისცეს. „საზოგადოების უდიდეს ნაწილს მიაჩნია, მათ შორის ჩვენი ოპონენტების მხარდამჭერებსაც, რომ არ შეიძლება სახელმწიფოში იყოს ქაოსი და არ შეიძლება სახელმწიფო იმართებოდეს ფანჭარურში დაწერილი წესებით და დღის წესრიგით. ეს არის ის რეალობაა, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირდებით ყოველ დღე და ყოველდღე უნდა ვამტკიცოთ, არის თუ არა თვალსაჩინო დარღვევა, რომელიც განაპირობებს პროკურატურის მოთხოვნას ჩვენს წინაშე, არის თვალსაჩინო და ამ დარღვევის სიმძიმეზე იმსჯელებს სასამართლო და არა რომელიმე სხვა ორგანო თუნდაც პარლამენტი. პარლამენტი ვალდებულია მისცეს სასამართლოს ეს შესაძლებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში,არ შედგება არც სახელმწიფო და პატივისცემასაც ვერ დაიმსახურებს, ვერც ოპონენტებისაგან და ვერც მხარდამჭერებისაგან”,- განაცხადა გია ვოლსკიმ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)