|
2021-02-16 13:26:16, 582 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - ნიკა მელია ზღვარს გაცდა ჩემთან მიმართებაში, აშკარად სიტყვა გაექცა და ზედმეტები მოსდის
"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ ნიკა მელია მასთან მიმართებაში ზღვარს გაცდა, სიტყვა გაექცა და მას ზედმეტები მოსდის, თუმმა ამ ყველაფე ალეკო ელისაშვილმა მოუწოდა მმართველი გუნდის დეპუტატებს, რომ არ დაუჭირონ მხარი ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეწყვეტის საკითხს. „ვიღაცამ შეიძლება მითხრას რას ექომაგები იმ კაცს, რომელიც დილიდან შენზე საძაგლობებს იძახისო, ფაქტია, რომ ნიკა მელია ზღვარს გაცდა ჩემთან მიმართებაში, აშკარად სიტყვა გაექცა და ზედმეტები მოსდის, თუმცა მძიმე ემოციური ფონი აქვს და მაინც ამას მივაწერ და ამით გავამართლებ მის ქმედებას, ამიტომ მინდა გთხოვოთ და მოგიწოდოთ, რომ თუ გვინდა ნორმალური ქვეყანა, როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეთ „ნაციონალური მოძრაობისადმი“ ან ნიკა მელიასადმი, არ დაუჭიროთ მხარი მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს, იმიტომ რომ, რაღაც დროის შემდეგ თქვენც აღმოჩნდებით ოპოზიციაში და აუცილებლად დაგვეთანხმებით, რომ ჩვენი ეს მოთხოვნა სწორი იყო. ემოციების და პირადი დამოკიდებულებების გარეშე თუ მივეჩვევით ქართველი პოლიტიკოსები გადაწყვეტილებების მიღებას, გაცილებით უკეთესი იქნებოდა“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)