|
2021-02-16 12:35:49, 747 ნახვა
პოლიტიკა
თეა წულუკიანი - პარლამენტზე შტურმის გზით პოლიტიკურ გმირად ვეღარ ჩამოყალიბდები, „ბიძიკო“
ვერ ვესწრები სხდომას, მაგრამ ვიცი, პარლამენტი მავანის პოლიტიკანობაზე მაღლა დააყენებს კანონსა და სახელმწიფოს, - ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს. როგორც წულუკიანი აღნიშნავს, მისი ერთი ხმაც პარლამენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეკუთვნის. „სამწუხაროდ, დღეს ვერ ვესწრები სხდომას. მაგრამ ვიცი, რომ საქართველოს პარლამენტი ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და მავანის პოლიტიკანობაზე მაღლა დააყენებს კანონს და სახელმწიფოს! ჩემი ერთი ხმაც ამ გადაწყვეტილებას ეკუთვნის. დღეს საქართველოში პოლიტიკურ გმირად ვერ (ვეღარ) ჩამოყალიბდები ძლივს შექმნილ დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და მის პარლამენტზე შტურმის გზით, „ბიძიკო“, - წერს წულუკიანი. ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაზე პარლამენტი დღეს იმსჯელებს. საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტებმა აღნიშნულ საკითხს მხარი უკვე დაუჭირეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)