12:10 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-15 16:33:52, 682 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ნათელაშვილის ფანჩატურში შევიდნენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები, გამოვიდნენ ანარქისტები

შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში შევიდნენ, როგორც ჩვეულებრივი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და გამოვიდნენ, როგორც ანარქისტები, - ასე გამოხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გაერთიანებული ოპოზიციის დღევანდელ შეხვედრას.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჰუმანურია, თუმცა კანონის ჩარჩოებიდან გასვლა არის „წითელი“ ზღვარი, რომელაც ვერც ერთი ხელისუფლება ვერ დაუშვებს.

„რაღაც შეკრებაზე, ისევ და ისევ შალვა ნათელაშვილის ფანჩატურში შევიდნენ, როგორც ჩვეულებრივი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და გამოვიდნენ, როგორც ანარქისტები, რომლებიც ფიზიკურ ზეწოლას თუ დაპირისპირებას აანონსებენ, რისკენაც მოუწოდებენ თავიანთ მხარდამჭერებს თუ თანაგუნდელებს, ეს დაუშვებელია. გასაგებია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ჰუმანურია, ზოგად,ეს ნიშა გვიჭირავს და ასეც ვაპირებთ გაგრძელებას, მაგრამ კანონის ჩარჩოებიდან გასვლა არის ის „წითელი“ ზღვარი, რომელსაც ბუნებრივია, ვერცერთი ხელისუფლება ვერ დაუშვებს, როდესაც ქვეყანა დემოკრატიული განვითარების გზაზე დგას. მათი სპეკულაციური მესიჯები სპეკულაციურ მესიჯებად დარჩება“, - განაცხადა მდინარაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი აშშ-ში ჩავიდა – ტრამპთან მთავარი თემა ანტიბალისტიკური თავდაცვა იქნება
აშშ-ის საელჩო: შეშფოთებული ვართ „სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს“ გამო
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics