|
2021-02-15 12:48:29, 469 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - ის, რასაც ნიკა მელია აკეთებს, საზოგადოებრივი განგაშის ატეხვაა
ის, რაც ნიკა მელიასთან დაკავშირებით ხდება, ცალსახა უკანონობაა, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპიზიციის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ნიკა მელიას მხარდაჭერა პოლიტიკური თემა არ არის. „მინდა აღვნიშნო, რომ რაც ნიკა მელიასთან დაკავშირებით ხდება, ეს არის ცალსახა უკანონობა. ყველაზე საშიში უკანონობა გახლავთ მაშინ, როდესაც ის ღიად არის ჩადენილი. ყველაზე საშიშია უკანონობა, რომელიც შეფუთულია კანონში, ინსტიტუტებში. ყველაზე საშიშია, როდესაც სამართალი და კანონი ემსახურება უკანონობას და პოლიტიკურ ინტერესს. აი, ეს ხდება დღეს ნიკა მელიას შემთხვევაში. ამიტომ, რასაც აკეთებს ნიკა მელია ეს არის საზოგადოებრივი განგაშის ატეხვა, თუ სად არის საქართველო და რა მდგომარეობამდეა ქვეყანაში მისული სამართალი და ინსტიტუტები. ამიტომ, ნიკა მელიას მხარდაჭერა არ არის პოლიტიკური თემა. დღეს ნიკა მელიას მხარდაჭერა ნიშნავს იმას, რომ ყველამ ერთად არ დავუშვათ, რომ კანონის სახელით მოქმედებდეს უსამართლობა და უკანონობა. ამაზე ვიმსჯელებთ სწორედ დღეს. პირველ რიგში გადამწყვეტი იქნება ნიკა მელიას და „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია, თუ როგორ ხედავს ის მომავალს და საკუთარი ბრძოლის გეგმას. მოვუსმენთ ნიკას და აქედან გამომდინარე მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)