17:41 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-15 12:47:43, 748 ნახვა

კომენტარი
DRI 14 წლის მოზარდის საქმეზე - სახეზეა სისტემური პრობლემა

„სახეზეა სისტემური პრობლემა - პასუხისგებელი სამინისტროებისთვის სოციალური მომსახურების სერვისების გაძლიერება პრიორიტეტს არ წარმოადგენს“ - ასე ეხმაურება DRI ქობულეტში 14 წლის გოგონას გარდაცვალებას.

ორგანიზაცია მოუწოდებს პროკურატურას, დროულად და ეფექტიანად აწარმოოს გამოიძება.

„სახეზეა სისტემური პრობლემა - პასუხისგებელი სამინისტროებისთვის სოციალური მომსახურების სერვისების გაძლიერება პრიორიტეტს არ წარმოადგენს. სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სოციალური მუშაკების რაოდენობა მწირია და სრულიად არასაკმარისი იმისთვის, რომ კანონით დადგენილი ვალდებულებების შესრულება შესაძლებელი იყოს. რაოდენობის სიმწირის გარდა, სახელმწიფო რესურსს არ იღებს სოციალური მუშაკების კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, არ ხდება მათი სპეციალიზაცია.  შესაბამისად, სოციალურ მუშაკებს მრავალი მიმართულებით უწევთ მუშაობას, რაც ისედაც მწირი რესურსების უკიდურეს დეფიციტს განაპირობებს. სპეციალიზაციის არ არსებობა და ვიწრო პროფილური კვალიფიკაციის დაბალი დონე კი მუშაობის ხარისხზე აისახება“, - აცხადებენ DRI-ში.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics