20:27 - 23 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-14 16:01:18, 641 ნახვა

საზოგადოება
ვახტანგ გომელაური 14 წლის მოზარდის საქმეზე - ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობის საქმეს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რაც შეეძლოთ ყველაფერი გააკეთეს.

როგორც მინისტრი აცხადებს, არ ეთანხმება სამოქალაქო სექტორის პრეტენზიას იმასთან დაკავშირებით, რომ უწყებამ არასათანადოდ იმუშავა. 

შსს-ს მინისტრი აცხადებს, რომ თუ არსებობს რაიმე პრეტენზია, დაინტერესებულ მხარეს შეუძლია, საჩივარი შეიტანოს.

„მივუსამძიმრებ ოჯახს, ძალიან მძიმე ფაქტია. ვისი საკითხი დადგება - არ დადგება, ამ თემაზე მე ვიტყოდი, რომ ჩვენ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ, რაც კანონმა მოგვცა უფლება და შესაძლებლობა - საგამოძიებო მოქმედებები, გამოკითხვები დაკითხვები.

ვისი საკითხი დადგება და არ დადგება, კითხვას ასეთ ინტერპრეტაციას ნუ უკეთებთ, თუ ვინმეს აქვს რაიმე პრეტენზია, ეს იქნება ოჯახი, თუ სხვა ადამიანი, შეიტანონ საჩივარი და ნახონ, რა საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა და როგორ გაკეთდა“, - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სასამართლომ გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავს, ანდრია ლილუაშვილს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა
ნეტა ჩემი შვილი მომკვდარიყო და ის ბავშვი ყოფილიყო ცოცხალი - დაკავებული ნიკა კაპანაძის დედა
სამტრედიაში რკინის კონსტრუციის ჩამოშლას ახალგაზრდა პირი ემსხვერპლა
ცოტნე ანანიძე: სამწუხაროდ, დანაშაული ხდება ყველგან და მოხდება, ვიდრე კაცობრიობა იარსებებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics