|
2021-02-14 15:03:22, 536 ნახვა
პოლიტიკა
სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ოპოზიციის გაერთიანებული შეხვედრა ხვალ გაიმართება
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი სერგო ჩიხლაძე აცხადებს, რომ ოპოზიციის გაერთიანებული შეხვედრა ხვალ შედგება. მისივე თქმით, აღნიშნულ შეხვედრაზე სამომავლო გადაწყვეტილებებზე იმსჯელებენ, მათ შორის იმაზე, თუ როგორ შეიძლება გაგრძელდეს პოლიტიკური პროცესი ნიკა მელიას დაკავების შემთხვევაში. როგორც პოლიტიკოს ამბობს, ეს ნაბიჯი "ოცნების" მხრიდან მდგომარეობის ესკალაციას და მოლაპარაკებების ჩაშლას ნიშნავს. როგორც სერგო ჩიხლაძე აცხადებს შეხვედრა ხვალ, 12:00 საათზე დაიწყება. „ხვალ გვექნება ოპოზიციური პარტიების ფართო შეხვედრა და გადაწყვეტილებებს და გეგმებს მოგახსენებთ, მაგრამ ნიკა მელიას დაკავება იქნება კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგმული ჩიხისკენ, მდგომარეობის ესკალაციისკენ და მოლაპარაკებების ჩაშლისკენ, რისკენაც „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად მიდის“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)