11:01 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-13 20:12:48, 690 ნახვა

პოლიტიკა
მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას უმრავლესობა მხარს დაუჭერს

მამუკა მდინარაძის განცხადებით, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნას უმრავლესობა მხარს დაუჭერს.

ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძებ პოლიტიკური საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ნიკა მელიას აქვს დრო მიიღოს სწორი პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„უწევს ან ბოდიში მოუხადოს საზოგადოებას, სახელმწიფოს და გადაიხადოს გირაო ან თავადვე დაიმძიმოს აღკვეთის ღონისძიება.

ჩვენ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატისმოხსნის განხილვა აღარ გადავდეთ, რათა მან წინასწარ იცოდეს გუნდის პოზიცია, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს მისთვის იმუნიტეტის მოხსნას.

მას კიდევ აქვს დრო და შესაძლებლობა მიიღოს არაპროვოკაციური დღისწესრიგით ნაკარნახები პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ პატივი სცეს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას და გადადგას სამართლებრივად სწორი, კანონით შესაბამისი ნაბიჯი.

დღეს ერთადერთი ადამიანი ვისზეც ნიკა მელიას საქმის დამძიმების ან არდამძმების საკითხია დამოკიდებული თავად ნიკა მელიაა და მას კიდევ რამდენიმე დღეს რჩება კარგად გაიზროს თავისი გადაწყვეტილება“, - განცხადა მამუკა მდინარაძე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics