|
2021-02-12 11:11:17, 505 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - ნიკა მელიას გირაოს გადახდა არ ეკუთვნის, საქმე თავიდან ბოლომდე შეკერილია
„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას მისთვის დაკისრებული გირაოს თანხის გადახდა არ ეკუთვნის. როგორც ბოკერიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ნიკა მელიას საქმე თავიდან ბოლომდე შეკერილია. „არ ეკუთვნის მას გირაოს გადახდა. გირაო გამოიყენება მაშინ, როდესაც რაიმე რისკი არსებობს რომ ადამიანი შეიძლება მიიმალოს ან ხელი შეუშალოს რაიმე ლეგიტიმურ პროცედურას. ეს ამბავი თავიდან ბოლომდე შეკერილი და მოგონილია. ნიკა მელიასთან მიმართებაში ერთი კი არა უამრავი კანონია დარღვეული ხელისუფლების მხრიდან. ეს არის მთლიანად პოლიტიკური, მანიპულირებული ფაქტებით შეკერილი სამარცხვინო საქმე, რომლის ამოცანა არის ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერზე წნეხი, ან მისი განეიტრალება და ზოგადად ყველას დაშინება“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას დაკისრებული გირაოს თანხის გადახდის ვადა დღეს ეწურება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)