|
2021-02-11 17:39:49, 552 ნახვა
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე - საერთო ოპოზიციური ფორმატი უკვე ჩამოშლილია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საერთო ოპოზიციური ფორმატი უკვე ჩამოშლილია. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიების წევრები მიხვდნენ, რომ რადიკალიზმი, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია, შედეგიანი არ არის. „საერთო ოპოზიციურ ფორმატს ხელიც შეშლი აქვს და უკვე ჩამოშლილიც არის, რადგან დღე არ გავა ეს ჩამოშლა რომ არ გაგრძელდეს. ლიდერები ტოვებენ სხვადასხვა პარტიებს. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, დღე არ გასულა, როცა ერთი ან ორი წევრი არ გასულიყოს მათი პარტიებიდან. შესაბამისად, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ადამიანებმა, რომლებიც მიხვდნენ რომ რადიკალიზმი, რომელსაც ამავდროულად საფუძველი არ გააჩნია, ერთი მხრივ მისაღები არ არის, ხოლო მეორე მხრივ - არ არის შედეგიანი. ამიტომ ხდება ოპოზიციის ჩამოშლა და ამის გადასაფარად ხდება უამრავი პიარ მექანიზმის ჩართვა და პიარ სტრატეგიის შემუშავება, თითქოს „ქართულ ოცნებაში“ რაღაც ხდება“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)