|
2021-02-11 14:40:29, 580 ნახვა
პოლიტიკა
გიგა ბოკერია - არანაირი ინფორმაცია, რომ პარტიას ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებს, არ გამაჩნია
არანაირი ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ პარტიას ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებს, არ გამაჩნია, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა გიგა ბოკერიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, პარტიაში მიმდინარეობს დისკუსია სტრატეგიაზე, რომლის ნაწილიც სტრუქტურული ცვლილებები და პერსონალური გადაწყვეტილებებია. „რამდენიმე დღის წინ პრესაში არაზუსტი ფორმით გაჟონა ინფორმაციამ. არანაირი ინფორმაცია მე იმის თაობაზე, რომ პარტიას ვინმე მნიშვნელოვანი ფიგურა ტოვებს, არ გამაჩნია. აქ არის დისკუსია სტრატეგიაზე, რომლის ნაწილიც არის სტრუქტურული ცვლილებები და ამ სტრატეგიის ნაწილი, ასევე, არის პერსონალური გადაწყვეტილებებიც. არც ერთი ასეთი გადაწყვეტილება ამ ეტაპზე მიღებული არ არის, საბოლოო. როგორც კი საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება, ბუნებრივია, საზოგადოებას და მათ შორის, მედიას ექნება ამის შესახებ ინფორმაცია“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ გუშინ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ პარტიაში სტრუქტურული ცვლილებები დააანონსა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)