11:42 - 17 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-05 19:23:15, 419 ნახვა

პოლიტიკა
ჩიორა თაქთაქიშვილი: ივანიშვილმა უნდა გაიგოს, რომ ხალხი „რუსთავი 2“-ის დახურვას არ დაუშვებს

„ნაციონალური  მოძრაობის“ წევრის“ ჩიორა თაქთაქიშვილის  განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მიმდინარე საპროტესტო  აქციის მიზანია ივანიშვილს მიაწვდინონ ხმა, რომ ხალხი „რუსთავი 2“- ის დახურვასა და დიქტატურის ქვეყანაში დამყარებას არ დაუშვებს.

„ბიძინა ივანიშვილს ამ სახლში მცხოვრებ მილიარდელს, რომელსაც არ აინტერესებს ხალხის გაჭირვება, შეუძლია გააკეთოს ერთადერთი - ქვეყანაში დაამყაროს დიქტატურა, დახუროს „რუსთავი 2“, ციხეში გამოკეტოს ის ადამიანები, რომლებიც  „რუსთავი 2“- ის დახურვას აპროტესტებენ.  ივანიშვილს საქართველო მიჰყავს უფსკრულამდე და ჩვენი მიზანია დავანახოთ ეს რეალობა. ივანიშვილმა  გაიგოს,  რომ ხალხი არ დაუშვებს „რუსთავი 2“- ის დახურვას, არ შეეგუება  საქართველოში დიქტატურის დამყარებას“, - განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან „თავისუფალი ზონის“  წევრების აქცია ამ დრომდე გრძელდება. აქციის მონაწილეები პარლამენტთან  დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია დიდი რაოდენობით პოლიცია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ციხეში მყოფი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა - ადვოკატი
სუს-ში რკინიგზის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები მივიდნენ, მათ ბრალი წარედგინათ
საქართველო შეიძლება, დარჩეს ერთადერთ ქვეყანად, რომელიც სრულად იქნება კონტროლირებადი რუსეთის მიერ - ჟალიმასი
მესი ოლეგ სალენკოს შემდეგ პირველი ფეხბურთელია, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics