|
2021-02-10 18:17:15, 890 ნახვა
კომენტარი
ივერი მელაშვილი - დავით გარეჯი რომ საქართველოა, ამაზე ორი აზრი არ არსებობს
საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებული ივერი მელაშვილის განცხადებით, პროკურატურა ცდილობს, ყველა განცხადება თავის სასარგებლოდ გამოიყენოს. როგორც მან სასამართლოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, პოპულისტური განცხადებები ვნებს დელიმიტაციის პროცესს. „პროკურატურა ცდილობს, რომ ყველა განცხადება გამოიყენოს თავის სასარგებლოდ, ყველა კითხვას თავისი პასუხი აქვს. ძალიან ცუდად იყო გაგებული, ამოჭრილია. არა ბატონო, დავით გარეჯი რომ ჩვენია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, ეს ისტორიულად, კულტურულად, ეთნოგრაფიულად, ყველანაირად ასეა. ამაზე საუბარი არ არის. მე მხოლოდ იმაზე მქონდა საუბარი, რომ ხმამაღალი პოპულისტური განცხადებები ვნებს დელიმიტაციის პროცესს“, - განაცხადა ივერი მელაშვილმა. ცნობისთვის, დღეს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა. ე.წ კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულები პროკურატურამ 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. გარდა ამისა, ბრალდებულები სახელმწიფო საზღვარს შესაბამისი უწყების ინფორმირების გარეშე ვერ გადაკვეთენ.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)