22:51 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-10 17:59:53, 999 ნახვა

რეგიონი
ქედის მუნიციპალიტეტში პარკის რეაბილიტაცია და ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს

ქედის მუნიციპალიტეტში პარკის რეაბილიტაცია და ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.

აქტიურ რეჟიმშია ფრიდონ ხალვაშის სახელობის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოები.  პარკში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, დაიგო ფერადი ქვაფენილები, მოეწყო სათამაშო მოედნები. მალე დაიწყება პარკის გამწვანება დეკორატიული მცენარეებით. პარკი იქნება სრულად ადაპდირებული შშმ პირებისათვის.

დასკვნით ეტაპზეა ქვედა აქუცის საავტომობილო ხიდის მშენებლობა. აქ მცხოვრები ოჯახები ამ დრომდე საცალფეხო ხიდით სარგებლობდნენ.  საავტომობილო  ხიდი ასევე, ზედა აქუცის, ვაიოსა და კვაშტის სოფლებთან დამაკავშირებელი ალტერნატიული გზა იქნება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics