|
2021-02-10 11:24:29, 562 ნახვა
პოლიტიკა
ქართული მხარე ევროკავშირთან 2021-2027 წლების ფინანსური დახმარების საკითხს განიხილავს
ქართული მხარე ევროკავშირთან 2021-2027 წლების ფინანსური დახმარების საკითხს განიხილავს. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „9 თებერვალს გაიმართა მოლაპარაკებების გახსნითი შეხვედრა, რომელსაც საქართველოს მხრიდან ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, ხოლო ევროპული მხრიდან, საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელი, ელჩი კარლ ჰარცელი. აღნიშნული კონსულტაციების ფარგლებში განიხილება ევროკავშირის ფინანსური დახმარების მომავალი (2021 - 2027) პრიორიტეტები, რომლებიც საფუძვლად დაედება მომავალში ევროკავშირის დაფინანსებით კონკრეტული პროექტების და პროგრამების განხორცილებას. თემატური სესიების დროს ყურადღება გამახვილდება ისეთ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, როგორებიცაა ეკონომიკა და ვაჭრობის განვითარება (DCFTA), ბიზნესის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობა, ინდუსტრია, მომსახურება, მცირე და საშუალო მეწარმეთა მხარდაჭერა, მომხმარებელთა დაცვა და ქალთა ჩართულობა ბიზნესში. კავშირები (ტრანსპორტი, ენერგეტიკა და გაციფრულება), მწვანე ეკონომიკა და საგზაო უსაფრთხოება; განათლების ხარისხის გაზრდა და საერთაშორისო განათლებასთან ხელმისაწვდომობა; ციფრული ინფრასტრუქტურა და ციფრული ეკონომიკა; კანონის უზენაესობა და მდგრადი ინსტიტუტები; გარემო და კლიმატი; საზოგადოების ჩართულობა და დემოკრატია. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირი გამოყოფს მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ფარგლებში მიმდინარე რეფორმების მხარდასაჭერად. აღნიშნული დახმარების ფარგლებში 2014-2020 წლებში, ორმხრივ ფორმატში ფინანსური დახმარების ოდენობამ 750 მილიონი ევრო შეადგინა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)