|
2021-02-10 09:22:37, 552 ნახვა
პოლიტიკა
იენს სტოლტენბერგი - შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს ჰყავს ორი ახლო და ძალიან ღირებული პარტნიორი, უკრაინა და საქართველო
შავიზღვა ნატო-სა და ნატო-ს მოკავშირეებისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას წარმოადგენს, - ამის შესახებ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ენს სტოლტენბერგმა უკრაინის პრემიერ-ინისტრთან, ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, შავი ზღვის რეგიონში ნატო-ს ჰყავს ორი ახლო და ძალიან ღირებული პარტნიორი, უკრაინა და საქართველო. „ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ შავი ზღვა ნატო-სადა ნატო-ს მოკავშირეებისთვის, ასევე ჩვენი ზღვისპირა ქვეყნებისთვის, თურქეთისთვის, ბულგარეთის, რუმინეთისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას წარმოადგენს და ამ რეგიონში ჩვენ გვყავს ორი ახლო და ძალიან ღირებული პარტნიორი, უკრაინა და საქართველო, ამავდრულად, ჩვენ ვხედავთ შავ ზღვაზე რუსეთის მნიშვნელოვან დომინირებას, რაც ყირიმის უკანონო ანექსიიდან და ასევე, მიმდინარე წელს რუსეთის საზღვარო ძალების რაოდენობის გაზრდიდან გამომდინარეობს", - განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)