08:40 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-09 11:29:41, 552 ნახვა

პოლიტიკა
„გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“ არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს

„გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშია“ არჩევნებთან დაკავშირებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს, - ამის შესახებ ბლოკი „ენმ - გაერთიანებული ოპოზიცია - ძალა ერთობაშიას“ წევრმა, თამარ კორძაიამ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გაერთიანებული ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ დემოკრატიის ფასების შექმნაში არ დაეხმარება.

„მინდა გამოვეხმაურო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს. პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ამ სიყალბეში მონაწილეობას არ მიიღებს და დემოკრატიის ფასების შექმნაში არ დაეხმარება „ქართულ ოცნებას“. ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ დაგვინგრია და წაგვართვა ევროპული არჩევანი, რადგან ვერ შეეგუა იმ პერსპექტივას, რომ საქართველოს მოქალაქეების ნების შესაბამისად ჰყოლოდა კოალიციური მთავრობა, ამით მან ერთხელ და სამუდამოდ დაუდასტურა საქართველოს მოქალაქეებს, რომ მზად არის მხოლოდ და მხოლოდ ერთპარტიული პარლამენტის მმართველობისათვის, რაშიც ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ დავეხმარებით, ვერც ერთ საკითხთან მიმართებაში. თუ „ქართულ ოცნებას“ რამე აინტერესებს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე გასწორებული, გადაკეთებული, კანონმდებლობის სრული იგნორირებით მიღებული გადაწყვეტილებები საჯაროდაც კი დევს და შეუძლია იქიდან შეისწავლოს ეს ყველაფერი“, - განაცხადა თამარ კორძაიამ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივით საკანონმდებლო ორგანოში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics