08:40 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-08 17:44:18, 545 ნახვა

პოლიტიკა
გაერთიანებული სამეფოს საელჩო უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

გაერთიანებული სამეფოს საელჩო ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

როგორც საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ის მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

"გაერთიანებული სამეფო ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ განთავისუფლებას მოითხოვს. ბატონ გახელაძეს სამხრეთ ოსეთის რეგიონში 12 წლითა და 6 თვით უკანონო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს უნდა შეეძლოს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში თავისუფლად გადაადგილება.

გაერთიანებული სამეფო მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას," - აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვში დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს და ქალაქის აეროპორტებმა ფრენები შეაჩერეს
Porsche კიდევ 5000 სამუშაო ადგილს შეამცირებს
გერმანიაში დაახლოებით 450 პოტენციური ისლამისტი ტერორისტი იქნა იდენტიფიცირებული
ტრამპი: ირანს იგივე ემართება, რაც ვენესუელას დაემართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics