|
2021-02-04 12:52:28, 706 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - კომისიაში ჩავერთვები, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს „პატრიოტთა ალიანსი“, „ნაციონალური მოძრაობა“ და ბოკერიას პარტია
კომისიაში ჩავერთვები, თუ მასში მონაწილეობას მიიღებს „პატრიოტთა ალიანსი“, „ნაციონალური მოძრაობა“ და ბოკერიას პარტია, - ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი კომისიის შექმნის საკითხზე საუბრისას განაცხადა. „ჩვენ ამ საგამოძიებო კომისიაში ჩავერთვებით სიამოვნებით, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი მასში მონაწილეობას მიიღებს ის სამი ოპოზიციური პარტია, რომელსაც მთელი საქართველოს მასშტაბით, 3 800-ზე უბანზე ჰყავდა კომისიის წევრები. ესენი არიან „პატრიოტთა ალიანსი“, „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორე „ნაციონალური მოძრაობა“ ანუ ბოკერიას პარტია. ამ ხალხს ჰყავდათ ცესკო-ს დაფინანსებული, ანაზღაურება გადახდილი კომისიის წევრები და იმისთვის, რომ ჩვენ დავინახოთ გაყალბების სრული სურათია, აუცილებელია, რომ ეს პარტიები მონაწილეობდნენ იმისთვის, რომ გვითხრან, ადასტურებენ თუ არა მათი დამკვირვებლები გაყალბების ფაქტს, სხვა შემთხვევაში ჩვენ მონაწილეობის აზრს ვერ ვხედავთ“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)