|
2021-02-04 11:51:54, 535 ნახვა
პოლიტიკა
სერგო ჩიხლაძის განცხადებით, ელისაშვილის მემორანდუმი იმის უარესი ვარიანტია, რასაც ხელისუფლება და ოპოზიცია განიხილავდა
„სტრატეგია აღმაშენებლის“ განცხადებით, ელისაშვილის მემორანდუმი იმის უარესი ვარიანტია, რასაც ხელისუფლება და ოპოზიცია განიხილავდა. ამის შესახებ პარტიის პოლიტსაბჭოს წევრმა, სერგო ჩიხლაძემ განაცხადა. „ალეკო ელისაშვილის ე.წ მემორანდუმი არის იმის ბევრად უარესი ვარიანტი რასაც ხელისუფლება და ოპოზიცია განიხილავდა თუნდაც მეოთხე რაუნდზე, არაფერს ვამბობ რომ აქ საერთოდ არაფერია ნათქვამი ვადამდელ არჩევნებზე, პოლიტპატიმრებზე და ა.შ თვითონ საარჩევნო მუხლების ნაწილშიც კი ეს არის გაუარესებული ვარიანტი. ჩვენს ვარიანტში რომელიც განიხილებოდა მეოთხე რაუნდზე, ნებისმიერი შემდეგი არჩევნები უნდა ყოფილიყო პროპორციული, ელისაშვილის ვარიანტში 2024 წლამდე არ არის, ანუ ვადამდელი რომც იყოს, ელისაშვილის ვარიანტის მიხედვით ისევ 120-30 ზე უნდა ჩატარდეს“,-განაცხადა სერგი ჩიხლაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)