13:21 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-10-04 17:03:53, 667 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს რკინიგზელთა პროფესიულმა კავშირმა 110 წლის იუბილე უცხოელ პარტნიორებთან ერთად აღნიშნა

საქართველოს რკინიგზის პროფესიულმა კავშირმა 110 წლის იუბილესთან დაკავშირებით ღონისძიება გამართა.

საღამო „არტ ჰოლში“ გაიმართა, რომელსაც უცხო ქვეყნის დელეგაციებიც ესწრებოდნენ.

„დღეს ჩვენ გვაქვს საიუბილეო თარიღი. საქართველოს რკინიგზის პროფესიული კავშირი 110 წლისაა. მინდა შემთხვევვით ვისარგებლო და ყველას  ეს ღირსშესანიშნავი თარიღი მივულოცო. რამდენიმე დელეგაცია გვესტუმრა. ჩვენტვის მართლაც პრიორიტეტულია აღნიშნული ურთიერთობების გაღრმავება. ჩვენს ორგანიზაციაში ბოლო 2–3 წელია დავნერგეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი და იმედია წარმატებული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა მამუკა ბახაძემ.

საიბულიეო ღონისძიებას ესწრებოდნენ, მსოფლიო ტრანსპორტის ფედერაციის რკინიგზის სექტორის მდივანი, ასევე რკინიგზისა და  რკინიგზელთა ტრანსპორტის საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი. ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის,  თურქეთის, უნგრეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, ყაზახეთის,ყირგიზეთის და  რუსეთის პროფესიული კავშირების წარმომადგენლები.

„ პირველი შემთხვევაა, როდესაც მსგავს ღონისძიებაში თურქეთი მონაწილეობს, რადგან თურქეთსა და საქართველოს სარკინიგზო ურთიერთობა არ აქვს. ჩვენ 2016 წლის კოლექტიური ხელშეკრულების ფარგლებში გვინდა დამატებითი ვალდებულებები დავაკისროთ ადმინისტრაციას, რაც სოციალური და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. დღეს ჩვენ რკინიგზაში გვაქვს შრომის დავები კომისია. იმედია ამ კომისიის მუშაობა და გადაწყვეტილებები ადმინისტრაციის მხრიდან შესაბამისად იქნება გათვალისწინებული. მოსალოდნელი გადაწყვეტილებები, რომელიც იწვევ შრომის პირობების შეცვლას, ამ კომისიის მიერ იქნება შესწავლილი“, – აღნიშნა რკინიგზელთა პროფკავშირების თავჯდომარე ზურა ნასარაიამ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსამართლე გელაშვილმა ალეკო ელისაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
რუსეთში სახელმწიფო დუმის არჩევნები 20 სექტემბერს გაიმართება
თბილისში პუტინის წარმომადგენელი იმყოფებოდა
როგორ მივიღოთ მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები ბიზნესში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics