|
2021-02-03 16:11:00, 485 ნახვა
პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ირაკლი ღარიბაშვილმა აზერბაიჯანელ დიპლომატს ელჩად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობაზე. მხარეებმა განიხილეს თავდაცვის სამინისტროებს შორის არსებული თანამშრომლობის პოზიტიური დინამიკა. საუბარი, ასევე შეეხო თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმების დოკუმენტის გაფორმების საკითხსა და სამხედრო განათლების სფეროში ურთიერთობების მნიშვნელობას. შეხვედრის დასასრულს, თავდაცვის მინისტრმა აზერბაიჯანელი კოლეგის თბილისში მასპინძლობის იმედი გამოთქვა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)