|
2015-10-04 16:46:52, 874 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ქართული ღვინის დღე მეორედ აღინიშნება
თბილისის მერი დავით ნარმანია, პრემიერ მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად, „ქართული ღვინის დღის“ აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებებს დაესწრო. სოფლის მეურნეობის სამინისტროს და ღვინის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, უკვე მეორე წელია, 4 ოქტომბერს „ქართული ღვინის დღე“ აღინიშნება. სახალხო ზეიმის ძირითადი მიზანი, ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია და ღვინის მოხმარების კულტურის ამაღლებაა. ,,ქართული ღვინის დღის“ ფარგლებში, ღვინის ეროვნული სააგენტოს ოფისში ქართული ღვინის ცენტრი საზეიმოდ გაიხსნა. ცენტრი ღვინის მცირე მუზეუმს, ენოთეკას, მარანს, სადეგუსტაციო ოთახებსა და სასწავლო აუდიტორიებს მოიცავს. ღვინის მუზეუმში მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული სამეურნეო იარაღი, ყურძნის საწური და ღვინის შესანახი ჭურჭელი, სუფრის საღვინე ჭურჭელი და სასმისებია წარმოდგენილი. დედაქალაქის მერი, „ქართული ღვინის ცენტრის“ საზეიმოდ გახსნის შემდეგ, ვარდების მოედანზეც იმყოფებოდა, სადაც მთელი დღის განმავლობაში თბილისელები „ქართული ღვინის დღეს“ იზეიმებენ - ღვინის მწარმოებელი კომპანიები მომხმარებლებს საკუთარ პროდუქციას წარუდგენენ. ვარდების მოედანზე, ღონისძიების ფარგლებში ღვინის თემატიკასთან დაკავშირებული ნახატების, ფოტოების, კულტურულ-ტრადიციული ნიმუშების და ღვინო-პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს. გაიმართება კონცერტიც. საზეიმო განწყობის შექმნის მიზნით, 4 ოქტომბერს, დედაქალაქის უცხოელ სტუმრებს, აეროპორტში „ქართული ღვინის დღის“ აღსანიშნავად სუვენირები გადაეცემათ და ღვინის დაგემოვნების საშუალება ექნებათ. ქართული ღვინის დღე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით 2014 წელს დაწესდა და პირველად შარშან აღინიშნა. წელს, საზეიმო ღონისძიებებმა უფრო მასშტაბური სახე მიიღო და „ქართული ღვინის დღეს“ თბილისის გარდა, თელავში, ქუთაისში, რუსთავსა და ამბროლაურშიც იზეიმებენ.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)