|
2021-02-02 17:33:56, 714 ნახვა
კომენტარი
სერგი კაპანაძე - თუ ივერი მელაშვილს ან ნატალია ილიჩოვას რამე მოუვა, პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა
პასუხისმგებლობა, რამე რომ მოუვიდეს ივერი მელაშვილს ან ნატალია ილიჩოვას არის ხელისუფლებაზე, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ივერი მელაშვილზე სიტყვიერ შეურაცხყოფას. მისი თქმით, უდანაშაულო ადამიანის მიმართ საქმის აღძვრა, შემდეგ მასმედიის მიერ მისი სრული დემონიზება და შემდეგ ძალადობრივი გარემოს გამო ამ ადამიანზე სიტყვიერო შეურაცხყოფა არის არანორალური ვითარება, ხოლო ამის შემოქმედები აუცილებლად უნდა დაისაჯონ. „ზოგადად, ეს ვითარება არის არანორმალური, როდესაც უდანაშაულო ადამიანის წინააღმდეგ ჯერ-ერთი საქმეს აღძრავენ და შემდეგ ახდენენ მის სრულ დემონიზებას მასმედიაში, ახდენენ მოღალატის იარლიყის მიწებებას და შემდეგ ამ შექმნილი ძალადობრივი გარემოს გამო ხდება ამ ადამიანზე ძალადობა, მის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფის გაჟღერება და ა.შ. კარგად უნდა გვესმოდეს, რომ პასუხისმგებლობა, რამე რომ მოუვიდეს ივერი მელაშვილს ან ნატალია ილიჩოვას არის ხელისუფლებაზე, რადგან მათ შექმნეს ეს ძალადობრივი გარემო. არანაირი გამართლება, მთლიანად ამ ბინძურ კამპანიას, რომელიც ამ ადამიანების წინაამდეგ იყო, არ აქვს და მისი შემოქმედები აუცილებლად უნდა დაისაჯონ და დასიჯებიან კიდეც ნორმალურ ქვეყანაში“, - განაცხადა კაპანაძემ. ცნობისთვის, გუშინ, 1-ელ თებერვალს ივერი მელაშვილს სავაჭრო ცენტრში სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)