06:19 - 28 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-02 15:35:40, 860 ნახვა

პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - თეა წულუკიანმა ვერ გაბედა თავისი ნომრის დასახელება, აბა გაბედოს!

თეა წულუკიანმა ვერ გაბედა თავის ტელეფონის დასახელება, აბა გაბედოს, - ასე ეხმაურება პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი განათლების კომიტეტის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის განცხადებას.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, დაარღვია თუ არა თეა წულუკიანმა პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროების წესები, ელისაშვილმა უპასუხა, რომ პროფესიით ისტორიკოსია და ამაზე კომენტარს ვერ გააკეთებს.

„თეა წულუკიანმა ვერ გაბედა თავის ტელეფონის დასახელება. აბა გაბედოს, რათ მინდა ნიკა გვარამიას ნომერი, ისედაც ვიცი და თუ მჭირდება ვუკავშირდები ხოლმე. „ქართული ოცნება“ მოწყვეტილია ხალხს და ამის სათქმელად ვართ აქ შემოსული“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ცნობისთვის, განათლების კომიტეტის თავმჯდომარე თეა წულუკიანმა ოპოზიციონერ დეპუტატ ალეკო ელისაშვილს, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოქალაქეებს საკუთარი ტელეფონის ნომერი ჩააწერინა და განაცხადა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები გაყალბდა, ასე მიმართა: „ნიკა გვარამიას ტელეფონის ნომერს ჩაგაწერინებთ, დაურეკეთ ხოლმე და ის რასაც გიკარნახებთ, იმაზე უსაბრეთ პარლამენტში“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთის ახალი პრემიერ-მინისტრი ზელენსკის შეხვდა და მას „100%-იანი“ მხარდაჭერა გამოუცხადა
როგორც მოსკოვში - თეთრი ფურცლის დაჭერისთვის პოლიციამ აქტივისტი ნოდარი წიწარიშვილი დააკავა
საქართველოს ეროვნული ბანკი: ბანკები „თელასის“ ლარში მომსახურებას გააგრძელებენ
BOG-ის გზავნილების გათამაშება დაიწყო - მოიგე 1 000₾ ყოველდღე ან 10 000₾ სუპერპრიზი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics