20:48 - 16 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-02-01 20:23:59, 690 ნახვა

კომენტარი
თენგიზ ცერცვაძე - ვაქცინა მათ უნდა დავუთმოთ, ვისაც ვირუსი არ გადაუტანია

„ვაქცინა მათ უნდა დავუთმოთ, ვისაც ვირუსი არ გადაუტანია“, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინას გაიკეთებს აუცილებლად, როდესაც ინფიცირებიდან 3 თვე გავა.

„მე, რა თქმა უნდა, ვაქცინას გავიკეთებ, თუმცა ერთი შეზღუდვა მაქვს.

არის კანონი, რომ ვისაც გადატანილი აქვს კოვიდი, გადატანიდან 3 თვე არ იკეთებენ ვაქცინას, რადგან ის 3 თვე ისედაც დაცულები არიან.

სამართლიანობის პრინციპი მოითხოვს, რომ ჯერ მათ გავუკეთოთ ვაქცინა, ვისაც გადატანილი არ აქვს ვირუსი.

ეს ჩემზეც ვრცელდება, მე დაახლოებით, თვენახევრის წინ გადავიტანე კორონავირუსი, ასე რომ, გააჩნია, როდის შემოვა პირველი პარტია, თუ იმ მომენტისთვის გასული იქნება 3 თვე, მე პირველი გავიკეთებ, მაგრამ მეორე მხრივ, თუ 3 თვე არ იქნება გასული, დავუთმობ სხვებს და გავიკეთებ მაშინ, როდესაც 3 თვე იქნება გასული“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics